“საბრძოლო ხელოვნება და ფესტივალი”

19 მაისი 2016, 00:00 3544 ნახვა

მაისს ბათუმში საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალი იწყება. შავი ზღვისპირა ქალაქში 30 ქვეყნის 2 ათასზე მეტ სპორტსმენს  და მაღალი კლასის  სპორტის ოსტატს ელოდებიან. ფესტივალის მთავარი სტუმარი კი ყატარის პრინცესა, შეიხა მოზა იქნება. იგი ბათუმში ღონისძიების გახსნას დაესწრება.  5 დღიანი ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია სემინარები, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები სპორტის 6  სახეობაში, შეჯიბრებები  ჩატარდება. ძირითადი სახეობა კარატე იქნება. უკვე ბათუმშია ისრაელის `კრავმაგის“ ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენებთან ერთად, რომლებიც ფესტივალის მონაწილეებისთვის სპეციალურ სწავლებას გამართავენ.  

ამავე კატეგორიაში