სამაშველო ოპერაცია

26 თებერვალი 2017, 00:00 1430 ნახვა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შემთხვევის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად ჩაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში