96 წელი საქართველოს ოკუპაციიდან

25 თებერვალი 2017, 00:00 1923 ნახვა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს, თუმცა გამონაკლისი გვაქვს ბათუმში, დროშები არ დაუშვიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე. დროშების დაშვებას სახელმწიფოს საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წელს მიღებული დადგენილება ავალდებულებს. როგორც უკვე გითხარით დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა. აჭარაში კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. დღეს რეგიონის მასშტაბით ოკუპაციის დღე მხოლოდ აქ გაიხსენეს. აჭარის მთავრობას, ასევე ბათუმის მერიას ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით რაიმე სახის ღონისძიება არ გაუმართავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი