საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი 2017, 00:00 1993 ნახვა

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. იუნკერების მემორიალთან თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც იმყოფებოდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, განხორციელდება 1921 წლის თებერვალში გამართული ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი ამ ტერიტორიაზე ასევე იგეგმება მუზეუმის მოწყობა. 

ამავე კატეგორიაში