შეხვედრა მეცხვარეებთან

19 მაისი 2016, 00:00 4173 ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეცხვარეებთნ შეხვედრა გაიმართა. ისაუბრეს დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყველა რეგიონში მიმდინარეობს ცხოველების სავალდებულო  ვაქცინაცია. ბოლო მონაცემებით, მილიონ 400 ათასი პირუტყვია აცრილი. პარალელურად გრძელდება წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, რაც ცხოველის მიკვლევადობას შეუწყობს ხელს. მიმდინარე წელს 28 ათას 500 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა არაბეთში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში. ეგვიპტეში ქართული ცხვარი პირველად გავიდა.  

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში