დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვალ დაკითხავენ

23 თებერვალი 2017, 00:00 2245 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა ხვალ დაიკითხოს, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი  აცხადებს. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მამა გიორგი მამალაძე მზადაა ჩვენების მისაცემად, უკვე გამოეხმაურნენ გამომძიებლები და უკვე დაუკავშირდნენ ადვოკატებს. დაკავებული დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ხვალვე დაიკითხოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.

ამავე კატეგორიაში