კონგოში დატყვევებული ქართველები

23 თებერვალი 2017, 00:00 2327 ნახვა

კონგოელ მეამბოხეებთან ტყვედ ჩავარდნილ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით უცხოური მედია ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მეამბოხეები სოსო ოსურაულის სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვენ. ქართველი პილოტის დატყვევების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოს  კონგოს მხარემ ინფორმაცია 22 თებერვალს მიაწოდა. უწყების ცნობით, კონგოს ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს. „პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს ხელისუფლებასთან. კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა ქართველების დატყვევების შესახებ ფაქტს. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ. "კონგოში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ყოფილი სამხედროები არიან და დამოუკიდებლად იმყოფებიან კონგოში. ვითარება რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია,”- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განმარტება ქართველ მფრინავთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროშიც გაკეთდა.  უწყებაში  აცხადებენ,  რომ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. 

ამავე კატეგორიაში