უფლებადამცველის მიმართვა

21 თებერვალი 2017, 00:00 3183 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტს მიმართავს დროულად დაზუსტდეს ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მცხოვრები ოჯახებზე გასაცემი  საკომპენსაციო თანხების ოდენობა. ისინი მაგისტრალის მშენებლობის გამო განსახლებას ექვემდებარებიან. უფლებადამცევლი შიშობს, რომ ექსპოპრიაციის საჭიროება დადგება, რაც უკმაყოფილებასა და საპროტესტო აქციებს გამოიწვევს. ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც განგვიმართა, რომ საკითხტან დაკავშირებით მოგვიანებით გვიპასუხებენ. მანამდე კი გეტყვით, რომ ამ თემაზე ,,მთავარმა” სამი  დღის წინ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ  პირველ ეტაპზე ხულ-ზარზმის მონაკვეთზე 29 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტი კი  254 ოჯახს შეეხება. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი