დინამოს გამარჯვება

21 თებერვალი 2017, 00:00 3016 ნახვა

ბათუმის "დინამომ" საწვრთნელი შეკრების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა. დინამომ ყაზახურ შახტარს მინიმალური ანგარიშით, 1-0 სძლია. ბურთი ყარაღანდული კლუბის კარში შეხვედრის 45-ე წუთზე გორელიშვილმა გაიტანა. კლუბმა შეკრების ფარგლებში ახალი ფეხბურთელიც დაიმატა. თავდამსხმელი იაროსლავ კვასოვი დინამოში ლუგანსკის ზორიადან გადმოვიდა. მანმადე ის ესტონურ კალევში ასპარეზობდა, სადაც 66 მატჩი 46 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით დინამო შეკრებაზე მეხუთე მატჩი ყაზახურ აქტობესთან აღარ გამართავს, გუნდი ბათუმში 22 თებერვალს დაბრუნდება.

ამავე კატეგორიაში