დაპირისპირება აქციონერებს შორის

20 თებერვალი 2017, 00:00 3434 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ამბობს, რომ კლინიკას ფინანსური პრობლემები აქვს. ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორებთან. მისივე ინფორმაციით ასევე მოლაპარაკებების რეჟიმში არიან საავადმყოფოს მეწილეებთან. უნგიაძე აცხადებს, რომ არსებობს იმის საშიშროება, ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ერთ-ერთი გამოსავალი კი მისი თქმით, სამშობიარო სახლის ინვესტორზე გადაცემაა, რასაც  აქციონერების ნაწილი ეწინააღმდეგება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში