ოპოზიცია პროკურატურის წინააღმდეგ

20 თებერვალი 2017, 00:00 1724 ნახვა

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად მათ სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუმცა გადაყენებისთვის 76 ხმაა საჭირო. საპარლამენტი უმცირესობა ასევე აპირებს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს. შოთაძის გადაყენების მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მის მიერ საგანგებო ბრიფინზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში