საწვრთნელი შეკრება

18 თებერვალი 2017, 00:00 1670 ნახვა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკური “ალმალიკი” დაამარცხა. პირველი გოლი უზბეკური გუნდის კარში მეექვსე წუთზე კვანტალიანმა გაიტანა, მეორედ ალმალიკის კარი ქავთარაძის გადაცემით შონიამ აიღო. უზბეკურმა გუნდმა ერთი გოლის გატანა შეხვედრის მიწურულს მოახერხა. შეკრების ფარგლებში დინამო კიდევ ორ შეხვედრას ყაზახურ “შახტართან” და უკრაინულ “ზორიასთან” გამართავს. მანამდე ორი ამხანაგური შეხვედრა კლუბმა ფრე, 1:1 დაასრულა. დინამო შეკრებას 22 თებერვალს დაასრულებს.

ამავე კატეგორიაში