ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ნახევარფინალში

18 თებერვალი 2017, 00:00 1347 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ავსტრალიელი მეთიუ ებდენი დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, სადაც ყაზახ მიხაილ კუკუშკინს დაუპირისპირდება.  საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში, ამ დროისათვის, 67-ე ადგილს იკავებს, ხოლო კუკუშკინი 103-ე კი ადგილზეა. მემფისის საერთაშორისო ტურნირის  ნახევარფინალური შეხვედრა  ხვალ გაიმართება.

ამავე კატეგორიაში