ორსართულიანი მატარებლები 17 ივლისიდან შემოვა

18 მაისი 2016, 00:00 4119 ნახვა

ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის მატარებლები საქართველოში 17 ივლისს შემოვა. განცხადება "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, უწყება კომპანია "შთადლერის" 4 ერთეულ ახალ ორსართულიან მატარებელს შეისყიდის. ტრანსპორტი თბილისი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახალი მატარებლის შემოსვლის გამო, ბილეთის ფასი არ გაიზრდება. 

ამავე კატეგორიაში