ახალი სასტუმრო გმირთა ხეივანში

18 მაისი 2016, 00:00 4123 ნახვა

გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჩადო. პროექტ "ახალი ტალღის" დეტალები მინისტრს შპს "სახლი ხეივანში" დირექტორმა რამაზ მსახურაძემ გააცნო. ხელშეკრულების თანახმად კომპანია 1000 კვ. მეტრ ტერიტორიაზე 105 ნომრიან სასტუმროს, 300 აპარტამენტს, კომერციულ ფართებს, სპა ცენტრს, საზოგადოებრივ კვების ობიექტს და კინოთეატრს განათავსებს. პროექტში არანაკლებ 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. შენობა 30 სართულიანი იქნება. მშენებლობაზე ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული. ობიექტი ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში