ბრიფინგი პროკურატურაში

13 თებერვალი 2017, 00:00 1425 ნახვა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ერთ-ერთ მოქალაქეს სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა-განაცხადა მთავარმა პროკურორმა საგანგებო ბრიფინგზე. ირაკლი შოთაძის თქმით, ციანიდის გამოყენებით მამა გიორგი მამალაძეს, როგორც განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. თუმცა მთავარ პროკურორს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. დანაშაულს დეკანოზი გიორგი მამალაძე, როგორც პროკურორმა განაცხადა არ აღიარებს. 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი