დიდი ათის გათამაშება

12 თებერვალი 2017, 00:00 2564 ნახვა

დიდი ათის გათამაშების მე-13 ტურის მატჩში ბათუმის სარაგბო კლუბი დღეს გორის “ჯიქს” დაუპირისპირდება. ბათუმური კლუბი სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე გორის ჯიქი 34 ქულით მეხუთე პოზიციაზე. შეხვედრა მნიშვნელოვანია სატურნირო ცხრილის მიხედვით, ორივე გუნდი პლეიოფში მოხვედრისთვის იბრძვის. მატჩი დღეს ბათუმის სარაგბო კომპლექსის ხელოვნურ საფარიან მოედანზე 14 საათზე დაიწყება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში