თამაზ ბაკურიძის მიმართვა

08 თებერვალი 2017, 00:00 1839 ნახვა

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ 2 წლის წინ ჩანჩხალოში აქციების დროს,  ადგილობრივებთან  ერთად “შუახევიჰესის“ მშენებელი კომპანიისგან, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და საფრთხეების რუქის მომზადებას ითხოვდა, რომელიც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ მოამზადა, თუმცა მისი ინფორმაციით, დოკუმენტები არ იყო საფუძვლიანი. ბაკურიძე მოითხოვს კომპანიისგან და ხელისუფლებისგან საკითხის დეტალურ შესწავლას. „აჭარისწყალი ჯორჯიაში” განმარტება ,,მთავართან”  წერილობითი ფორმით გააკეთეს. განცხადებაში არ არის ნახსენები გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და საფრთხეების რუქის შესახებ. კომპანია  მხოლოდ იმას განმარტავს, რომ არსებობს  2015 წლის სამთავრობო კომისიის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები მეწყრული პროცესების გააქტიურებას არ უკავშირდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი