ბრიფინგი პროკურატურაში

07 თებერვალი 2017, 00:00 2494 ნახვა

მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურა გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი მიმართვები მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს. მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობდა გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. პროკურატურაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ნომრები, საიდანაც აღნიშნულმა მოსამართლეებმა მოკლკე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, გადამოწმების შედეგად დგინდება რომ უკრაინაშია რეგისტრირებული. ამასთან, უწყება ასაჯაროებს მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი