სასამართლოს გადაწყვეტილება

05 თებერვალი 2017, 00:00 3028 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბულვარში დაკავებული სამი პირის საქმის განხილვა დასრულდა. ბრალდებულებმა ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული, რის შემდეგაც სასამართლომ აღკვეთის სახედ ჯარიმა გამოიყენა. პოლიცია ახალგაზრდებს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. შეგახსენებთ ბრალდებული ახალგაზრდების მშობლები გუშინ ამბობდნენ, რომ პოლიციამ დაკავებისას ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც, საუბარი იყო ზეწოლაზეც  რომ პოლიცია ცდილობს ახალგაზრდების აღიარებითი ჩვენებების მოპოვებას. თუმცა დღეს ამაზე ყურადღებას აღარ ამახვილებენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი