გაყიდული ობიექტები

05 თებერვალი 2017, 00:00 2536 ნახვა

მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორი შენობა და მათზე დამაგრებულ მიწის ფართობი უკვე გასხვისდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი და სასწავლებლის საერთო საცხოვრებელი შენობები აჭარის მთავრობამ აუქციონის წესით გაყიდა. სასწავლო კორპუსის შენობა უფუნქციო იყო, საერთო საცხოვრებელში კი სტუდენტები ამ დრომდე ცხოვრობენ. შენობების გასაყიდი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარი იყო. საწყისი ფასის გათვალისწინებით, ინვესტორს 1 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობში, 330 ლარი უნდა გადაეხადა. აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ობიექტის მყიდველი 3 მილიონ ლარს საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისიტეტს გადაუხდის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი