ახალგაზრდების სასამართლო პროცესი

05 თებერვალი 2017, 00:00 2815 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა ბათუმის ბულვარში დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი. ახალგაზრდები 3 თებერვალს დააკავეს. მათ პოლიცია წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. გუშინ ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმეს, ასევე ცნობილია რომ ბრალდებულებს შორისაა არასრულწლოვანი, რომლის საქმესაც სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს. ბრალდებულების მშობლების ნაწილი პოლიციას ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი