ახალი ამბების სამსახურის განცხადება

01 თებერვალი 2017, 00:00 3955 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურმა, გუშინ, დედა-შვილის ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე წუთში, მაყურებელს შესთავაზა ვერსიები, რომელიც შემთხვევის ადგილზე შეკრებილ მეზობლებს ჰქონდათ მომხდართან დაკავშირებით, ისევე, როგორც ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი. საზოგადოების ერთ ნაწილში, ეს ვერსიები აღქმულ იქნა მტკიცებულებად. ხოლო, სხვადასხვა მედია საშუალებამ, მოახდინა ჩვენი ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილის გავრცელება, რომელშიც მეზობლები ვერსიებს გამოთქვამდნენ.  ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, ფაქტის სიმძიმეს და ჩვენ პასუხისმგებლობას.დედა შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძება 115-ე მუხლით მიდმინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედრებს ექპერტიზა უტარდებათ. სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა გახდა ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

 

ამავე კატეგორიაში