საქართველო- ევროკავშირი

01 თებერვალი 2017, 00:00 3638 ნახვა


საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი განიხილეს  ევროკომისიის დელეგაციასთან  შეხვედრისას პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.  ვიზალიბერალიზაციის გარდა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და   თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ითქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში  საქართველო ყველაზე წარმატებულია და  ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების შესაძლებლობას იძლევა.  თენგიზ ფხალაძის განცხადებით,  ქართული მხარე მზადაა   განავითაროს კონკრეტული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ჩართულობას უსაფრთხოების, საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკაში.  საქართველომ ევროკომისიისაგან ამ  საკითხებზე, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი