ბათუმში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

31 იანვარი 2017, 00:00 25222 ნახვა

ენრგო-პროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მისამართზე სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს დენის მიწოდება დავალიენების გამო მათ 26 იანვარს შეუწყდათ.დედა - შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115 -ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, გარდაცვლილები სამართალდამცველებმა სახლში იპოვეს. უბედური შემთხვევა ინასარიძის 14 ნომერში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა რის შემდეგაც ისინი სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მეზობლების ინფორმაციით, დედა შვილი გაიყინა, მათ ელექტროენერგია რამდენიმე დღეა არ მიეწოდებოდათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფება „მთავარის“ გადამღები ჯგუფები და ცდილობს დეტალების გარკვევას.

ამავე კატეგორიაში