ვითარება გზებზე

30 იანვარი 2017, 00:00 3085 ნახვა

დიდთოვლობის მესამე დღეს ქალაქის ნაწილში გადაადგილება კვლავ პრობლემაა. ცენტრალური გზები გაწმენდილია, თუმცა მძღოლებს მთავარ მაგისტრალზე გასვლა უჭირთ. ე.წ. ჭაობის დასახლებაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ გარეუბნებში, ქუჩების ნაწილი გასაწმენდია. მერიის სანდასუფთავების სამსახურში განმარტეს, რომ სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, სპეც ტექნიკა პირველ ეტაპზე ცენტრალურ გზებს წმენდდა. ეტაპობრივად კი ყველა ქუჩა გაიწმინდება.  კიდევ რამდენიმე დღე მუნიციპალური ტრანსპორტი, 1, 7 და 11 ნომერი ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ. 

ამავე კატეგორიაში