ხანძრით დაზარალებულები

30 იანვარი 2017, 00:00 1291 ნახვა

12 ოჯახი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები  გუშინ დილით დაეწვათ, დროებით ქირით იცხოვრებენ. თამარის დასახლებაში ხანძარი ბარაკულ საცხოვრებელს დღის 11 საათზე გაუჩნდა. დაზარალებულების ნაწილმა ღამე  სასტუმროში გაათენა, ნაწილმა კი თავი ახლობლებს შეაფარა. მეერის სპეციალური კომისია იმსჯელებს რა ტიპის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს. მანმადე კი მათ თვითმმართველობა ქირით გაიყვანს.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება. 

ამავე კატეგორიაში