დაზიანებული ხეები

29 იანვარი 2017, 00:00 2137 ნახვა

თოვლმა დააზიანა მცენარეები  ბათუმში. რამდენიმე ქუჩაზე არსებული მრავალწლოვანი ხეების ტოტები დამტვრეულია. უხვი ნალექის გამო მცენარეები დაზიანდა 6 მაისის პარკში. დამტვრეული ტოტების შეგროვება დილიდან დაიწყო. პარალელურად კი ხეები იბერტყებოდა. მწვანე ნარგავების გადათოვლის პროცესში სპორტსმნებიც ჩაერთვნენ. ხეები თოვლისგან გაწმინდეს სპორტის სამინისტროსთან ერთად ფედერაციების წარმომადგენლებმაც. პარკში იმყოფებოდნენ მთავრობის წევრებიც, მანამდე კი  ზურაბ პატარაძე ბულვარში მივიდა და  აქტიურობისკენ მოხალისეებსაც მოუწოდა. მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის განცხადებით დიდთოვლობას ნარგავებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. 

ამავე კატეგორიაში