შეფერხებული ავიამიმოსვლა

29 იანვარი 2017, 00:00 1910 ნახვა

კვლავ შეფერხებებია ავიამიმოსვლაში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო დაშვება ვერ მოახერხა სტამბოლი - ბათუმის რეისმა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა, რომ დაფრენილიყო ბათუმის აეროპორტში, თუმცა მაინც ვერ შეძლო.  იგი საბოლოოდ ტრაბზონის მიმართულებით გაფრინდა. სტამბოლის რეისი ბათუმში განგრიგის მიხედვით 16 საათსა და 55 წუთზე უნდა ჩამოფრენილიყო. ცუდი კლიმატური პირობების გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერ ხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი