საკრებულოს სხდომა ქობულეთში

27 იანვარი 2017, 00:00 3322 ნახვა

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის, აჭარის მთავრობას ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული 250 კვ მეტრი  ფართობის შენობები გადაეცა. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დღესვე, დამოუკიდებელი დეპუტატი, ელგუჯა გოგმაჩაძე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის გადასახურად გადარიცხული თანხის  თემით დაინტერესდა. მან სხდომაზე თქვა, რომ ჩარიცხული თანხა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამხანაგობას უკან დააბრუნებინა  და ხელზე გამოართვა. გოგმაჩაძემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა,  რომ ამ საკითხით დაინტერესდება. 

ამავე კატეგორიაში