ვიცე-პოლკოვნიკის საქმე

26 იანვარი 2017, 00:00 2059 ნახვა

უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო. მიზეზად კი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის მასალების არასრული გადაგზავნა დასახელდა. ცოტა ხნის წინ, უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება ცერცვაძის მეუღლეს და მის ადვოკატს შეხვდა.  პარალელურად დღეს საქართველოს პროკურატურაში გაკეთდა განცხადება, რომ უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ არ მოხდეს ცერცვაძის ექსტრადირება იქ, სადაც მისი უფლებები დაირღვევა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში