მოსახლეობა გარევაჭრობის წინააღმდეგ

25 იანვარი 2017, 00:00 3527 ნახვა

საპროტესტო აქცია იყო ბათუმის მერიასთანაც.  წერეთლის 44 ნომერში  მცხოვრებლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. მოქალაქეების განცხადებით, გარევაჭრობა ანტისანიტარიას იწვევს. ამასთან, ტერიტორიაზე ადამიანებისა და ავტომობილების სიმრავლის გამო საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებთან მისვლას სასწრაფო დახმარების მანქანებიც ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეებს ბათუმის მერი გამოეხმაურა. გიორგი ერმაკოვმა მათთან დახურული შეხვედრა გამართა და პირობა მისცა, რომ ტერიტორია გათავისუფლდება, გარემოვაჭრეებს კი ალტერნატივას შესთავაზებენ.  

ამავე კატეგორიაში