თამარ სულხანიშვილი უკანსკნელ გზაზე გააცილეს

15 მაისი 2016, 00:00 5527 ნახვა

დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ სულხანიშვილი. იგი სიცოცხლის ბოლომდე ბათუმის დრამატული თეატრის მოქმედი მსახიობი იყო. ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თამარ სულხანიშვილს მიენიჭებული აქვს აჭარის და საქართველოს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდებები.

იგი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრემიის არაერთგზის მფლობელია. მინიჭებული აქვს იუსუფ კობალაძის, მემედ აბაშიძისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიები და დაჯილდოებულია სხვა სახელმწიფო ჯილდოებით. 2010 წელს თამარ სულხანიშვილს ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან ვარსკვლავი გაუხსნეს. მინიჭებული აქვს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში