აქცია ვიცე-პოლკოვნიკის მხარდასაჭერად

24 იანვარი 2017, 00:00 1433 ნახვა

საზოგადოების ნაწილმა და “ნაციონალური მოძარაობის” წევრებმა დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინაში დაკავებულ გიორგი ცერცვაძეს, ბათუმში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცერცვაძე ორი ქვეყნის გმირია და ის რუსეთის მოთხოვნით არ უნდა დააკავონ. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ისინი დღეს სიმბოლურად შეიკრიბნენ იუსტიციის სახლთან და იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე რუსულ მხარესთან თანამშრომლობას, აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს პროკურატურასაც  თუმცა უწყებაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში