თხილვანაში ოჯახების მონიტორინგი დასრულდა

23 იანვარი 2017, 00:00 2040 ნახვა

თხილვანაში ოჯახების მონიტორინგი დასრულდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახების მდგომარეობის შესახებ სრულად არიან იფრომირებული. თუმცა   პარალელურად გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოჯახი მზად არის “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამაში ჩაერთოს რის შემდეგაც 25 ათას ლარს მიიღებენ.მოსახლეობის მეორე ნაწილი კი მუდმივ საცხოვრებელს ითხოვს და შეთავაზებულ წინადადებას არ თანხმდება.  შეგახსენებთ, მეწყრული პროცესები თხილვანაში 10 იანვარს გააქტიურდა, რვა კაციანი ჯგუფი მეწყრულ კერასთან დღემდე მორიგეობს. აქვე გეტყვით, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფელბის მთავარი მიზანი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. იგივე პოზიცია აქვს  მესამე სექტორსაც, სადაც აცხადებენ, რომ   ადგილობრივებმა უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია უნდა დატოვონ. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გასულ წელს გამოთქვა თხილვანაში რეგისტრირებულმა 4 ოჯახმა. მათგან 2 უკვე დაკმაყოფილებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი