თოვლი მაღალმთიანეთში

23 იანვარი 2017, 00:00 1942 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში თოვდა აჭარის მაღალმთიანეთში. ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 30- სმ აღწევს. უამინდობას ელექტროენერგიასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეუქმნია.  თუმცა დაწესებულია სპეციალური რეჟიმები. მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მქონე   ავტომობილებითაა დასაშვები. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, აქ გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

ამავე კატეგორიაში