''ევროვიზიის'' გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა

15 მაისი 2016, 00:00 4505 ნახვა

ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა. ჯამალამ პროფესიული ჟიურისა და მაყურებლების კენჭისყრის შედეგად 534 ქულა მიიღო. ჯამალა ყირიმელი თათარია. მისი საკონკურსო სიმღერა, 1944 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება, როცა სტალინის ბრძანებით ყირიმელი თათრების მასობრივი დეპორტაცია განხორციელდა. ტელემაყურებელთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა რუსმა მონაწილემ სერგეი ლაზარევმა მიიღო, რომელმაც სიღერა "შენ ერთადერთ ხარ" შეასრულა. მან მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე კი ავსტრალიელი მომღერალი გავიდა. ავსტრალია უკვე მეორე წელია ევრპოვიზიაში სრულფასოვანი მონაწილის სტატუსით მონაწილეობს. ჯამალას გამარჯვება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პირადად მიულოცა. ბოლოს უკრაინამ ევროვიზიაზე 2004 წელს გაიმარჯვა. მაშინ პირველი ადგილი მომღერალმა რუსლანამ დაიკავა

ამავე კატეგორიაში