სოციალური სახლები

18 იანვარი 2017, 00:00 1886 ნახვა

ახალ საცხოვრებელ სახლებს ხულოში  სტიქიის დროს  დაზარალებული კიდევ რამდენიმე ოჯახი ელოდება.  თუ რა კრიტერიუმებით მოხდება, ხულოს სოციალურ სახლში ბენეფიციარების შესახლება, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. კრიტერიუმებზე ხულოს გამგეობის ახლად შექმნილი კომისია მუშაობს.   ბენეფიციარებს განაცხადების შეტანა მომდევნო კვირიდან შეეძლებათ. ხულოს გამგებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტის კომისია სარეკომენდაციოა და მათ მიერ შერჩეულ ოჯახებს სამომავლოდ სამთავრობო კომისია შეისწავლის. ხულოში სამი 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. რისთვისაც რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 814 464 ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში