ჩამორთმეული ქონება

16 იანვარი 2017, 00:00 2253 ნახვა

სახელმწიფოს სასარგებლოდ იძულებით დათმობილი საკუთარი ქონება. პროკურატურამ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები გახსნა. უწყების გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდებათ.ათ შორისაა გურამ ჩიქოვანი, რომელმაც 1 600 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, ანრი გოგიტიძემ კი თავისუფლების სანაცვლოდ ბათუმში ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა დათმო. თუმცა გოგიტიძეების ოჯახმა, ასევე გადაიხადა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხაც, რომელიც 500 ათას ლარს შეადგენდა. პროკურატურა უკანონოდ ჩამორთმევაში მონაწილე საჯარო მოხელეებთან დაკავშირებითაც ავრცელებს ინფორმაციას.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში