აქცია  ჰესების  წინააღმდეგ 

16 იანვარი 2017, 00:00 2726 ნახვა

აქცია ჰესების წინააღმდეგ.  სოფელ ღურტის და იაკობაძეების  მოსახლეობა   კომპანია ,,აჭარის წყალი ჯორჯიას" საქმიანობას აპროტესტებს.  ადგილობრივები პროტესტის ნიშნად  დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი შეხვედრას მთავრობის თავმჯდომარესთან და კომპანიის წარმომადგენელთან მოითხოვდნენ.  მათ ამ წუთებში გამგებლის მოადგილე და კომპანიის წარმომადგენელი ხვდება.  აქციის მონაწილეეები  სოფელში წყაროს წყლების დაშრობას, სახლების დაბზარვას და მეწყრული კერების გააქტიურებას გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ. აქციის მონაწილეები კომპანიისგან დასაქმებასაც მოითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აქციების პარლამენტთან გამართვას  აანონსებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში