ახალი წელი აღნიშნეს ქაბულში

14 იანვარი 2017, 00:00 1433 ნახვა

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობა-ახალი წელი, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში აღნიშნეს. ღონისძიება I ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის ინიციატივით გაიმართა. მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, შეიარაღებულ ძალების, ტრადიციების  და კულტურის შესახებ კინოჩვენება გაიმართა. ქართველი სამხედროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას აშშ-ის არმიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ავსტრალიის, იტალიის, ლიტვის, მაკედონიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ამავე კატეგორიაში