ავტოავარია გვირაბთან

14 იანვარი 2017, 00:00 4456 ნახვა

ავარია ბათუმი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის მახინჯაურის მონაკვეთზე, გვირაბის შესასვლელთან ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულია 5 მგზავრი, მათ შორის, ერთი მძიმედ, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მცირე დაზიანებები ჰქონდათ ქუთაისის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსის მგზავრებს, შედარებით მძიმე მდგომარეობაში კი ოპელის მძღოლი იყო. ავარიის გამო ავტომაგისტრალი ცალმხრივადაა ჩაკეტილი. ბათუმიდან მიმავალ მანქანებს მარშუტის გაგრძელება შემოვლითი გზით უწევთ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და საგამოძიებო ჯგუფები. სამაშველო და სახანძრო სამსახური.

ამავე კატეგორიაში