ავტოსაგზაო შემთხვევა

13 იანვარი 2017, 00:00 7615 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევე ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის მახინჯაურის მონაკვეთზე. გვირაბის შესასვლელთან ერთმანეთს მაზდას,ჰონდას და ფორდის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ამოყირავდა მაზდას მარკის მინივენი. შსს ინფორმაციით დაშავებულია ერთი ადამიანი.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაშავებული საავადმყოფოში გადაყავს.ავარიის გამო ავტომაგისტრალი ცალმხრივადაა ჩაკეტილი. ბათუმიდან მიმავალ მანქანებს მარშუტის გაგრძელება შემოვლითი გზით უწევთ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და საგამოძიებო ჯგუფები. სამაშველო ბრიგადები და სახანძრო სამსახური.შსს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

                        ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი

                        ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი

                        ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი

 

ამავე კატეგორიაში