ფარული მოსმენები

10 იანვარი 2017, 00:00 2487 ნახვა

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. ჯგუფი 32 წევრისგანაა დაკომპლექტებული და  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი ნორმები 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში